კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 64 ახალი შემთხვევა
აფხაზეთში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 464 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 64-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. 67 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 93 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 31-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 31, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 18, ტყვარჩელის კლინიკაში 8, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 38, საველე ჰოსპიტალში კი 32 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 684 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 179, გამოჯანმრთელებული კი 10 334 ადამიანი.
Print