კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 182 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 13 პირი
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 182 ადამიანი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 50 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 20 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 11 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 27. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 75 ადამიანი, გამოვლინდა ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა. 

საკარანტინო სივრცეებში 58 პირი რჩება.


Print