კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 178 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 178 პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, რუხის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 52 ადამიანი გადის. "სენა-მედის" კლინიკაში 35 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათგან მძიმე 5. ფოთის კლინიკაში მოთავსებული 36 პირიდან, 5-ის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 20 კოვიდპაციენტს მკურნალობენ, მათ შორის, 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედიში" 24 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი, გამოვლინდა ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში 58 პირი რჩება.



Print