კორონავირუსი
სამეგრელოს კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან, 7-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 185 ადამიანი მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 52 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა.

"სენა-მედის" კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 3-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 ინფიცირებული

მკურნალობს. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 15 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.  საკარანტინო სივრცეებში 55 ადამიანი იმყოფება.

Print