კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 6 593 ​ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 204 შემთხვევა. აქედან 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 350-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.


Print