კორონავირუსი
რუხის კლინიკაში გალიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 78 წლის მამაკაცი გალის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.


სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 177 ადამიანი მკურნალობს. 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 57 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში სულ 51 ადამიანი იმყოფება.


 

Print