კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მოთავსებული 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 181 პაციენტი მკურნალობს, აქედან 8 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდ პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 36 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 19 პაციენტია მოთავსებული. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 12, ხოლო სენაკი ლაზიკა მედში კი 27 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 72 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში 71 პირი იმყოფება.


Print