კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 24 პირს დაუდასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 21 890 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა. აქედან 24 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 787 აქტიური შემთხვევიდან 2 083 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 181 პირი. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 639 პირი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში 72. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 256 024-მდე.​

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა.
Print