კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 27 187 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა. აქედან 42 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 200-ს. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 390 აქტიური შემთხვევიდან 2 004 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 757 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 257 441-მდე.​

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.


Print