კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 9 197 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა. აქედან 14 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 722-ს. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 601 აქტიური შემთხვევიდან 1 932 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 165 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 639 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 258 732-მდე.​

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ხობის მკვიდრია. ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა.
Print