კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 27 პირს დაუდგინდა
სამთავრობო საიტზე Stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსზე ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 391 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 388 შემთხვევა. აქედან 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3406 პირი ემსხვერპლა.

Print