კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 39 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 051 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა. აქედან 39 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 438-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 461 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 263 257-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 692 აქტიური შემთხვევიდან 1 600 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 463 პირი ემსხვერპლა.
Print