კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 34 933 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა. აქედან 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 510-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 542 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 264 589-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 396 აქტიური შემთხვევიდან 1 481 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა.
Print