კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 100 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 6 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 100 ადამიანი მკურნალობს, აქედან, 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 46 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 ადამიანი მკურნალობს, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 21 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 22 პირი. საკარანტინო სივრცეში 86 ადამიანი იმყოფება.

Print