კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 349 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 360 შემთხვევა. აქედან 25 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. სამთავრობო საიტ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 739-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 805-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 367 აქტიური შემთხვევიდან 1 477 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

კორონავირუსით საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა.
Print