კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 022 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 390 შემთხვევა. აქედან 12 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 253-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 420 აქტიური შემთხვევიდან 1 379 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.
Print