კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 234 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 21 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 21 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 14, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 952 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 203, გამოჯანმრთელებული კი 12 400 ადამიანი.
Print