კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 737 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა. აქედან 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 91 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 344-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 680 აქტიური შემთხვევიდან 1 387 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.
Print