კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა
აფხაზეთში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 160 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 17-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 1 პაციენტი, 68 წლის ქალი გარდაიცვალა. 

გუდაუთის კლინიკაში ამ ეტაპზე 10 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 3 ტყვარჩელის კლინიკაში 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 13 041 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 204, გამოჯანმრთელებული კი 12 507 ადამიანი.
Print