კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 29 652 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა. აქედან 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 685-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 128 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 693-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 308 აქტიური შემთხვევიდან 1 376 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 85 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 658 პირი ემსხვერპლა.
Print