კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 22 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 23 169 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა. აქედან 22 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 158 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 717 აქტიური შემთხვევიდან 1 423 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 94 პირი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.


Print