კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 209 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 36-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში ამ ეტაპზე 15 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 8, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, ტყვარჩელში კი 2 ადამიანი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 255 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 209, გამოჯანმრთელებული კი 12 683 ადამიანი.


Print