კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 20 903 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა. აქედან 26 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 178-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 299 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 668-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 770 აქტიური შემთხვევიდან 1 467 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 714 პირი ემსხვერპლა.


Print