კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 8 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 84 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 34 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 5 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 21 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 14 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 105 პირი იმყოფება.

Print