კორონავირუსი
კორონავირუსით ფოთის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია. ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 75 ადამიანი მკურნალობს. მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 31 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში 105 ადამიანი იმყოფება.
Print