კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 75 ადამიანი მკურნალობს, აქედან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 28 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 18 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 8 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 15 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა. 

საკარანტინო სივრცეში 105 პირი იმყოფება.

Print