კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 25 638 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა. აქედან 20 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 027-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 356 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 278-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 991 აქტიური შემთხვევიდან 1 515 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 87 პირი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.
Print