კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 183 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 26-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 პაციენტი, 1942 წელს დაბადებული მამაკაცი და 1961 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.

გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში ამ ეტაპზე 25 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 7, ტყვარჩელის კლინიკაში 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 14 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 300 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 211, გამოჯანმრთელებული კი 12 801 ადამიანი.
Print