კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 90 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ დრმდე 90 ინფიცირებული რჩება, მათგან ყველაზე მეტი - 30 კოვიდდადებითი რუხის კლინიკაში მკურნალობს. ფოთის საავამდოფოში 31 ინფიცირებულს მკურნალობენ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 8-ს, აბაშის ევექსისი კოვიდ კლინიკაში 5-ს, სენაკში, კლინიკა "ლაზიკა მედიში" 16 პაციენტია მოთავსებული.

პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 141 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსისგან 13 პირი განიკურნა.

Print