კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 9 პირს დადასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 14 298 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა. აქედან 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 472-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 382 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 080 აქტიური შემთხვევიდან 1 653 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 103 პირი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.


Print