კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 30 751 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 673 ახალი შემთხვევა. აქედან, 71 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 145-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 298 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 899-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 447 აქტიური შემთხვევიდან 1 624 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა.  ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.
Print