კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 6 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 150 ადამიანი მკურნალობს, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 48 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 18 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 40 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 93 პირი იმყოფება.

Print