კორონავირუსი
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 50 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 29 729 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა. აქედან, 50 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 215 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 274 145-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 394 აქტიური შემთხვევიდან 1 758 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 173 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.
Print