კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 170 პაციენტიდან 7 მძიმედაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 170 ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 62 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 37 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 96 პირი იმყოფება.


Print