კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა კორონავირუსის კიდევ 84 შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 27 713 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა. აქედან, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 275 547-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 6 232 აქტიური შემთხვევიდან 1 984 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 8 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.

Print