კორონავირუსი
კორონავირუსით ფოთის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 69 წლის ქალი ფოთის მკვიდრია. ის ბათუმის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 176 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 21 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში 74 ადამიანი იმყოფება.


Print