კორონავირუსი
გაიზარდა პაციენტების რაოდენობა სამეგრელოს კოვიდკლინიკებში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 220-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 101 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, 7 მძიმეა, ხოლო 35 საშუალო სიმძიმის. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 50 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 33 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 132 პირი იმყოფება.

ინფორმაციისთვის, 10 აპრილის მონაცემებით, რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 182 პაციენტი იყო მოთავსებული.
Print