კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 216 პაციენტიდან 10 მძიმედაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 216 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 101 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 50 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 98 პირი იმყოფება.

Print