კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 227 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 13 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 227 ადამიანი მკურნალობს, აქედან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 110 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 10 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 50 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 90 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 98 პირი რჩება.

Print