კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსი 30 ადამიანს დაუდასტურდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 261 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 30-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამავე ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში 42 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 9, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 721 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 274 და გარდაიცვალა 217 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

Print