კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 233 პაციენტიდან 10 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 233 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 115 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 50 პაციენტი იმყოფება.

ამ ეტაპზე სამეგრელოს კოვიდცენტრებში თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობა 105-ს შეადგენს.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 89 მოქალაქე რჩება. თვითიზოლაციაში 1 243 პირი იმყოფება.


Print