კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 32 801 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1030 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 119 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 292 244- მდე. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 706 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 279 389-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 8 921 აქტიური შემთხვევიდან 2 616 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პირი ემსხვერპლა.

Print