კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 280 პაციენტიდან 17 მძიმედაა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 280 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 162 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 17 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 3 ისევ მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 50 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.
Print