კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ზე სულ 23 888 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 966 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 73 პირს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 303 751-მდე. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 222 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 285 971-ს შეადგენს

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 13 729 აქტიური შემთხვევიდან 3 582 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 280 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 რუხის კოვიდკლინიკაში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 025 პირი ემსხვერპლა.
Print