კორონავირუსი
რუხის კოვიდკლინიკაში 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 276 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 148 ინფიცირებულია მოთავსებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 12 მოქალაქე რჩება.

Print