კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 264 პირი მკურნალობს, 59 პაციენტი მძიმედაა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 264 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 59 პაციენტი, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 136 ინფიცირებულია მოთავსებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 12 მოქალაქე რჩება.

Print