კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ზე სულ 20 129ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 147ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 102 პირს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 311 457 -მდე. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 291 457-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 15 844 აქტიური შემთხვევიდან 3 919 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 264 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი სამეგრელო - ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.

Print