კორონავირუსი
რუხის საავადმყოფოში 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 263 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 18 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 133 ინფიცირებულია მოთავსებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 53 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12.

სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 110 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 11 მოქალაქე რჩება.

Print