კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 117 ადამიანი დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 25 541 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 117 პირს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 319 266-მდე. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 131 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 298 807-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 16 188 აქტიური შემთხვევიდან 4 354 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, სამეგრელოს კოვიდცენტრებში 263 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 რუხის საავადმყოფოში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 245 პირი ემსხვერპლა.
Print