კორონავირუსი
რუხის კლინიკაში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 83 წლის ქალი სენაკის მკვიდრია. ასევე, სენაკის მკვიდრია მეორე გარდაცვლილი, 84 წლის მამაკაცი. ორივე მათგანი რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

Print